შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„შემოდგომის ლეგენდების“ გადაღებებზე, ბრედ პიტი ყველას უყვიროდა და სკამებს ისროდა - რაში...

„შემოდგომის ლეგენდების“ გადაღებებზე, ბრედ პიტი ყველას უყვიროდა და სკამებს ისროდა – რაში ადანაშაულებს რეჟისორი მსახიობს?

რეჟისორმა ედ ცვიკმა, რომელმაც ახლახან მემუარები გამოსცა, ბრედ პიტი არასტაბილურ ქცევაში დაადანაშაულა. 71 წლის ცვიკი წერს, რომ 1994 წელს ფილმის „შემოდგომის ლეგენდები“ გადაღებებზე, ბრედ პიტი არაადეკვატურად იქცეოდა. ის ბევრს ყვიროდა, ეჩხუბებოდა კოლეგებს ხანდახან სკამებსაც კი ესროდა. რეჟისორის თქმით, ბრედ პიტი განსაკუთრებით მაშინ ბრაზდებოდა, როცა მას ემოციური სცენების გადაღება უწევდა.

„ვენითი ფეარის“ მიერ გამოქვეყნებული ედ ზვიკის ამ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მემუარებს მიეძღვნა, გამოცემა „დეილი მეილი“ ბრედ პიტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ამ დროისთვის მსახიობი ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებს.

ედვარდ ცვიკის „შემოდგომის ლეგენდები“ საკვანძო ფილმია ბრედ პიტის შემოქმედებაში, რომელიც ჯიმი ჰარისონის ნოველაზეა დაფუძნებული.

  ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო - რას ეხება აღნიშნული საქმე?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი