შენგენის ვიზა ძვირდება?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ევროკომისია შენგენის ვიზის საბაზისო მოსაკრებლის 12%-ით გაზრდის ინიციატივით გამოდის. შემოთავაზებულია სავიზო საფასურის გაზრდა 80-დან 90 ევრომდე მოზრდილებისთვის და 40-დან 45 ევრომდე ბავშვებისთვის.

თუ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტს, რომ „არასაკმარისი თანამშრომლობაა რეადმისიაზე“ მესამე ქვეყანასთან, მაშინ შენგენის ვიზის ღირებულება ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის 120/160 ევროდან 135 ევრო/180 ევრომდე გაიზრდება.

გარდა ამისა, სავიზო მოსაკრებლის გადახედვა გავლენას ახდენს მაქსიმალურ ოდენობაზე, რომელიც გარე სერვისის პროვაიდერებს შეუძლიათ გადაიხადონ მომსახურების საფასურის სახით. თუ ვიზის ფასი 90 ევრომდე გაიზრდება, მაშინ მომსახურების საფასურის ოდენობა 40-დან 45 ევრომდე მოიმატებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვიზის საფასური ყოველ სამ წელიწადში გადაიხედება. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის კომისიას ევალება შეაფასოს, საჭიროა თუ არა სავიზო მოსაკრებლების გადახედვა, ისეთი „ობიექტური კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, როგორიცაა ევროკავშირის ინფლაციის მაჩვენებელი და საჯარო მოხელეთა საშუალო ხელფასი. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შენგენის ვიზა ძვირდება?. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შენგენის-ვიზა-ძვირდება/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi