სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს სპეციალისტები 2022 წელს უკვე პროგნოზირებდნენ - ტრაგედიის ადგილი...

ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს სპეციალისტები 2022 წელს უკვე პროგნოზირებდნენ – ტრაგედიის ადგილი სტიქიის ზონად არის მონიშნული

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – 5 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ასევე მოსალოდნელია ქვათაცვენის და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ. ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის ნაპირზე მდებარე სახლების თავზე ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი 4 სახლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში გაცემულია რეკომენდაცია სოფელ მეორე ობჩიდან მოსახლეობის გაყვანაზე. სოფელ ზეგანში სააგენტო საჭიროდ მიიჩნევდა ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას, სოფელ წითელხევში კი მეწყრული ტბების განტვირთვას და ზედაპირული წლების რეგულირებას.

დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არ არის განთავსებული სააგენტოს ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ “კატასტროფების რისკის შემცირების პრაქტიკა უნდა იყოს ეფექტური, მრავალ საფრთხეზე გათვლილი, ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი და ფართო მასებზე ორიენტირებული.” აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია გეოლოგიური საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და მუშაობის გაძლიერება საფრთხეების გაანალიზებაზე.

საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული – 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო. წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 26, 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი