პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სამსახურში დაწინაურება დედას რომ ვახარე და ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ...

„სამსახურში დაწინაურება დედას რომ ვახარე და ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ ვკარგავდი“ – ანა კოშაძე მძიმე ეპიზოდს იხსენებს

ტელეწამყვანმა, ანა კოშაძემ „რუსთავი 2“-ზე, რუბრიკაში „დედა“ სტუმრობისას დედასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ, ემოციურ მომენტებზე ისაუბრა.

როგორც კოშაძემ აღნიშნა, დედა მძიმე სენს ებრძოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემს გვერდით აღარ არის, ახლაც არის ჩემი მოტივაცია, ძალა და მხარდაჭერა. როცა ძალიან მიჭირს, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება. ხშირად მეუბნებოდა, რომ გარეგნობას არ აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნება შინაარსიანი და საინტერესო, სულ მიმეორებდა, უნდა იყო საინტერესო, უნდა განვითარდე. დროს კარგავ – მუდმივად ამას მიმეორებდა. ყველაზე მაგარი დედა იყო იმიტომ, რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა, ნებისმიერ აკრძალვასაც ახსნა-განმარტებას მოაყოლებდა ხოლმე. ერთი მომენტი ძალიან მტკივნეულად მახსოვს, სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მე მას ვკარგავდი. მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე“, – აღნიშნავს ანა კოშაძე.

  TAV Airports-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში $150 მლნ-ის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს - გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი