ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ…” – პავლე მგელაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კომპანია re:invent ჰოლდინგის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პავლე მგელაძე BMG-სთან საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს  წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ხოლო 15-25 წლამდე ადამიანების 80% არის უმუშევარი.

„15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს რომ შევხედოთ, რატომ „ჩავიციკლეთ“ ამ 15-25 ზე და რატომ არ გვაინტერესებს 40-50? რადგან ეს არის შენი ყველაზე ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ფენა, რომლის 80% არ მუშაობს.

არ იყენებს ქვეყანა იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად გამოსაყენებლია. ვიღაცები იტყვიან, რომ ეს ხალხი სწავლობს, რეალურად რას სწავლობენ? ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ.

წაკითხვით კი წაიკითხავს, მაგრამ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მიდი დააწერინეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს დოკუმენტი და წავიდეს და ინვესტორისგან ფული მოიტანოს, ჯერ ასე რამ არ ყოფილა,“ – ამბობს პავლე მგელაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ…” – პავლე მგელაძე. 31 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩვენთან-რომ-კარგი-უნივერ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi