სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი,,ჩემს თაყვანისმცემლებს შორის არის ერთი, რომელიც მეც მომწონს” – თამთა კვარაცხელია

,,ჩემს თაყვანისმცემლებს შორის არის ერთი, რომელიც მეც მომწონს” – თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანის, გლამურული ჟურნალების დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას გარშემო ბოლო დროს სულ საინტერესო მოვლენები ხდება.

წელიწადნახევრის წინ მას იტალიიდან მოუვიდა შეთავაზება, მონაწილეობა მიეღო სილამაზის კონკურსში ,,მის ევროპა ინტერკონტინენტალი 2024″. თამთა მოდელი არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მონაცემებით მოდელებს ტოლს ნამდვილად არ უდებს. დიდხანს ყოყმანობდა და ბოლოს მაინც მიიღო გამოწვევა და იტალიაში, კერძოდ, ნაპოლიში, გაემგზავრა.

რამდენიმე ხნის შემდეგ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა დაწერა: ,,მეგობრებო, პროექტს გამოვეთიშე, მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ”. ჟურნალ ,,სარკეს” კი ეს საიდუმლო გაუმჟღავნა და იტალიურ შთაბეჭდილებებზეც მოუყვა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს

– ტელეგადაცემაში ,,რა გვსურს ქალებს” უკვე ბევრი სტუმარი გყავდათ სხვადასხვა თემით. რა გამოიკვეთა, რას სურთ ქალებს?

– ყველა ქალს სხვადასხვა რამ სურს, მაგრამ ერთ მთავარ საკითხში თანხმდებიან – უნდათ, იყვნენ მოვლილები, ლამაზები, მიმზიდველები და მამაკაცი ზრუნავდეს მათზე, უყვარდეთ.

მეც ასე ვფიქრობ, ბედნიერებაა მეორე ნახევრის პოვნა. ყველა ქალი ფიქრობს, რომ სრულყოფილი ცხოვრება მას მერე დაიწყო, რაც მეორე ნახევარს შეხვდა. ამას ზოგი 20 წლის ასაკში ხვდება, ზოგი – 50-ის შემდეგ, ზოგი პირველი ქორწინებისას, ზოგი – მეოთხე ქორწინებისას. ცხოვრების ყველა ეტაპი საინტერესოა. რაც უფრო ვვითარდებით, ჩვენი ინტერესების სფეროც იცვლება. როგორი მამაკაციც მოგვწონდა 18 წლის ასაკში, ის აღარ მოგვწონს 30-ის შემდეგ.

მე, პირადად, ახლა გავხდი 36 წლის, მეც შევიცვალე და ჩემი შეფასების კრიტერიუმებიც მამაკაცების მიმართ. თუ ისეთ მამაკაცს ნახავ, ვინც შენს კრიტერიუმებში ჯდება, კიდევ უფრო იხვეწები ენერგეტიკულად, სულიერად, აზრობრივად.

– როგორია თქვენი და თქვენი ვაჟიშვილის ურთიერთობა?

– ჩემი ვაჟი ახლა 11 წლისაა. იტალიაში კონკურსზე არავინ იჯე-რებდა არც ჩემს ასაკს და არც იმას, რომ არაფერი მქონდა გაკეთებული და ბუნებრივად ვარ ასეთი გარეგნობის. შვილის ფოტოს ვაჩვენებდი, რომ დარწმუნებულიყვნენ ჩემს ასაკში.

ჩემს შვილს რაც შეეხება, ერთადერთი მამაკაცია, ვისაც ყველაზე მეტად ვანებივრებ. მასაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ნამდვილი ჯენტლმენია, თავაზიანი, პატივს მცემს, მიფრთხილდება, ჩემზე ზრუნავს. გონიერია, რჩევებს ვეკითხები. მე მოკრძალებული ხასიათის ვარ, სამოსის შერჩევაშიც ვფრთხილობ. ის კი პირიქით, მეუბნება, გიხდება, ჩაიცვი, გამოჩნდი, გააკეთე, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე კარგი ხარო. სულ სტიმულს მაძლევს, დიდი მეგობრები ვართ. კარგი ალღო აქვს, როცა მისი რჩევა გამითვალისწინებია, ყველაფერი კარგად გამოსულა.

  „თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა… არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს…“ - ბესო კალანდაძე

მათემატიკა უყვარს, ხელოვნური ინტელექტი აინტერესებს. მომავალი წლიდან გადაწყვეტილი აქვს, სწავლა კომაროვის სკოლაში გააგრძელოს.

– ცოტაოდენი თაყვანისმცემლებზეც მოგვიყევით. გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვისაც აქვს შანსი, თქვენი მეორე ნახევარი გახდეს?

– რომ გითხრათ, არ მყავს თაყვანისმცემლები-მეთქი, ამას არავინ დაიჯერებს. მათ შორის არის ერთი, რომელიც მეც მომწონს, მაგრამ ჯერ ვერაფერს გადავწყვეტ. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩემი მეორე ნახევარიც უნდა იყოს, სულიერი ერთობა ვიგრძნო, კარგად უნდა გავიცნო, ყველაფერს დავაკვირდე, არ ვიჩქარო. დანარჩენი თავისთავად გაირკვევა. სამყარო იმაზე მეტს არ გიგზავნის, რისი მიღებაც არ შეგიძლია. იმედი მაქვს, ჩემს წილ ბედნიერებას სამყარო აუცილებლად გამომიგზავნის. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.