სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა – მათ მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკამ, სოციალურ ქსელში დაწერა.

“ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო და ხელისუფლება ცდილობს ორი თავდამსხმელის პოვნას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ საზიზღარ თავდასხმას”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ბუიუქდერეს რაიონში, სანტა მარიას ეკლესიაში ადგილობრივი დროით 11:40 საათზე, საკვირაო წირვის დროს მოხდა.

თავდასხმის მიზეზი უცნობია. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

- Advertisement -
Ad imageAd image

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის უშიშროების ძალები “მთელი რესურსებით” მობილიზებულია.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი. 28 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სტამბოლის-კათოლიკურ-ეკლე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi