პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაუბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი შეწყდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – ბოხუას ქუჩის N5-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:15-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნოდარ ბოხუას ქუჩას, ბელიაშვილის N40-180,(ლუწები) N77-181, (კენტები) შალვა ერისთავის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი – ნორიოს აღმართის N69-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  02:45-დან 15:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანიჟაშვილის, ნორიოს აღმართს, აბაშის, ცაიშის, ლებარდეს, ქვალონის, სალხინოს, ჭალადიდის, გივიშვილის, თეკლეთის,ატოცის,სენაკის, ხონის და ასხინის ქუჩებს, ქურთების დასახლებას.

დიდუბის რაიონი – ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩის N 23 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 05:00-დან 18:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვორონინის, ფიფიების და გორის ქუჩებს.

სამგორის რაიონი – დღეს, 26/01 კახეთის გზატ. და იუმაშევის ქუჩის კვეთაზე ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26/01 11:00 სთ-დან 26/01 17:00-სათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლება), აეროპორტის დასახლებას, იუმაშევის, რუსთაველის და ნახუცრიშვილის (მარიამ ორახელაშვილის) ქუჩებს.

ვაკის რაიონი – დღეს, 26/01 სოფ. თხინვალა, კეჭაყმაძის ქ. N8-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26/01 12:00სთ-დან 26/01 18:00-საათამდე  წყალმომარაგება შეუწყდება: კეჭაყმაძის ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, ლეო კვაჭაძის 1 და 2 შესახვევს.

სამგორის რაიონი – ვარკეთილი 3, 2მკ-რ N13-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-დან 18:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ – N 1, 1 ა, 10, 12,13, 14,15,16, 17, 18, 19, 20, 20 ა, 21, 22, 23, 39, 34, 38, 40, 41 კორპუსებს.

  „იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა… ჩემს შვილსა და საქართველოს ვერ დავტოვებდი…“ - თამთა კვარაცხელია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი