სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიუჩვეულო და სასტიკი ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე - რა დაადგინა მეცნიერმა, რომელიც შიმპანზესა...

უჩვეულო და სასტიკი ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე – რა დაადგინა მეცნიერმა, რომელიც შიმპანზესა და ბავშვს ერთად ზრდიდა

კელოგების ოჯახმა სასტიკი და უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა, რისთვისაც საკუთარი შვილი, დონალდი გამოიყენა: ჩვილობის ასაკიდან დონალდის და შიმპანზის ნაშიერის ერთად აღზრდა დაიწყეს, რათა გაეგოთ, რამდენად “გაადამიანურდებოდა” მაიმუნი, თუ თავიდანვე ისე აღზრდიდნენ, როგორც ადამიანს. მაგრამ ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, “რაღაც ისე არ წავიდა”- შიმპანზემ “გაადამიანურება” არ დაიწყო, სამაგიეროდ დონალდმა დაიწყო მაიმუნის მანერების გადაღება.

ექსპერიმენტის იდეა

უინტროპ კელოგი (1898-1972წწ.) ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც მაღალინტელექტუალური ცხოველების, მათ შორის პრიმატების ქცევებს შეისწავლიდა. განსაკუთრებით შიმპანზეები აინტერესებდა და როცა მას და მის მეუღლეს, ლუელას ვაჟიშვილი გაუჩნდათ, კელოგმა იდეა გამოთქვა, თავისი ვაჟი და შიმპანზის ნაშიერი ერთად აღეზარდათ.

მას ამ ექსპერიმენტის იდეა გაუჩნდა ბავშვები-მაუგლის შესახებ მასალების გაცნობის შემდეგ. მისი აზრით, ბავშვების ინტელექტი ადაპტირდა გარეული ცხოველების ინტელექტთან, ამიტომ, თუ გარეულ ცხოველს ადამიანის ოჯახის გარემოში მოვათავსებთ და მოვექცევით არა როგორც ცხოველს, არამედ როგორც ადამიანს, მაშინ ცხოველი ადაპტირდება ადამიანურ გარემოსთან, ანუ “გაადამიანურდება”.

კელოგს, რა თქმა უნდა არ სჯეროდა, რომ მაიმუნი ადამიანი გახდებოდა. მან ახსნა, რომ მისი მიზანი იყო დაენახა, შეიძენდა თუ არა მაიმუნი, რომელიც ადამიანურ გარემოში გაიზარდა, ადამიანის ქცევებს, თუ ცხოველური ინსტიქტები გადასწონიდა.

ახლა ასეთი მოსაზრებები უცნაურად ჟღერს, მაგრამ 1930 წელს, ხალხმა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცოდა პრიმატების ინტელექტის დონის შესახებ. უმაღლესი პრიმატები კი, შიმპანზეები, გორილები და ორანგუტანები, საეჭვოდ ჭკვიანებად გამოიყურებოდნენ, თითქოს მათ ყველაფერი ესმით, როგორც ადამიანებს, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ.

კელოგმა იცოდა, რომ მისი ზოგიერთი კოლეგა მუშაობდა შიმპანზეებთან, მაგრამ მაიმუნის და ადამიანის ერთად აღზრდის ექსპერიმენტი არავის და არასოდეს ჩაუტარებია.

ექსპერიმენტის დაწყება

1931 წლის მაისში, კელოგმა შიმპანზის მდედრობითი სქესის ნაშიერი, სახელად გუა და თავისი 10 თვის შვილის, დონალდის ერთად აღზრდა დაიწყო, ისე როგორც და-ძმის.

კელოგები მათ ელაპარაკებოდნენ, ისე როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს. მათ ეძინათ ერთნაირ საწოლებში და ჰქონდათ მსგავსი სათამაშოები. მათ კვებავდნენ, აცმევდნენ და სჯიდნენ ანალოგიური მეთოდებით, აგრეთვე უტარებდნენ ანალოგიურ გაკვეთილებს. რეგულარულად უტარებდნენ ტესტებს, რომლებიც აჩვენებდა გუასა და დონალდის გონებრივ განვითარებას და ქცევების განვითარებას.

ზოგიერთი ტესტი საკმაოდ საეჭვო იყო. მაგალითად, შიმპანზეს და ბავშვს საბავშვო სავარძელში ატრიალებდნენ და შემდგომ მათ რეაქციას აკვირდებოდნენ, გამოსცემდნენ ძალიან მაღალ ხმებს ან ურტყამდნენ კოვზებს შუბლში.

სწავლება და ტესტირება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, ყოველდღე 12 საათის განმავლობაში. გუამ ფიზიკურად გაუსწრო დონალდს, ის აგრეთვე უფრო სწრაფად ითვისებდა ზოგიერთი ქცევის ნორმებს. მაიმუნის რეაქციები და ქცევები ძალიან ჰგავდა პატარა ბავშვის რეაქციებს და ქცევებს. კელოგები თავდაპირველად აღტაცებული იყვნენ ამ შედეგებით.

ექსპერიმენტის დროს გაჩენილი პრობლემები

მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მეტყველების სწავლის დრო დადგა, შიმპანზეს, არც უცდია მეტყველება და საუბრისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდა, რაც არც იყო გასაკვირი. მაშინ, როცა დონალდმა დაიწყო სიტყვების წარმოთქმა და მალე გადაასწრო მაიმუნს ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში. გუა მას არა თუ ვერ ეწეოდა, მისი განვითარება ზოგადად შენელდა კიდეც.

მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს მეტყველება კიდევ უფრო განევითარებინა, მოულოდნელად დონალდმა აქტიურად დაიწყო გუას ცხოველური ხმების კოპირება. აშკარა გახდა, რომ ექსპერიმენტმა “სადღაც არასწორად გადაუხვია”. ამის შემდეგ კელოგებმა ექსპერიმენტის შეწყვეტის და გუას პრიმატების შესწავლის ცენტრში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. (ცნობისთვის: ერთი წლის შემდეგ პატარა გუა პნევმონიით გარდაიცვალა.)

1933 წელს, უინტროპ კელოგმა, ამაყმა თავისი ექსპერიმენით, გამოსცა წიგნი “მაიმუნი და ადამიანი. ადრეულ ასაკში ქცევის ნორმებზე გარემოს ზემოქმედების კვლევა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი