ხაშურში 15 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
როგორც “მოზაიკას” წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს“, – უთხრეს “მოზაიკას”
“მოზაიკას” ინფორმაციით, გოგონა არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). გოგონა არაოფიციალურად იყო დაოჯახებული – 15 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა. 27 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/გოგონა-არაოფიციალურად-იყ/
