ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

„31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შობის ღამეს, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniambebi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება. 26 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-წლის-ღამეს-საზოგად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi