„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი, მერიემ გოგოაშვილთან და კრისტი აბაკუმოვასთან დაპირისპირების შემდეგ, მიმართვას ავრცელებს.
„ბრძოლა იქ მთავრდება, სადაც მადლიერება იწყება“ – ამ სამყაროში ბევრი სიბინძურე გროვდება და ამას ადამიანები ვუწყობთ ხელს, ხანდახან ყველაზე რთული, ყველაზე მარტივი მიზანია დარჩე ადამიანად! ჩემს გარშემო დაგროვილი ნეგატივის ნისლში, მზის სხვებივით მევლინებიან ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან, რომლებიც ცდილობენ გავძლიერდე და გავუძლო იმას, რასაც ყოველდღიურად გავდივარ, როგორ არ ვიყო მადლიერი ამ ხალხის!
არ მინდა, ჩემს გამო, თქვენში გავაღვივო შურისძიების სურვილი, არ მინდა, თქვენ ჩაგითრიოთ იმაში,რისგან თავის დაღწევასაც თავადაც ვცდილობ! ჩემო გულიანებო, თქვენი გამხნევება ფანტავს ირგვლივ არსებულ სიბოროტეს! ისევ მე ვიქნები ინიციატორი, შეწყდეს ბულინგი იმ ქალების, რომლებიც არასწორად მომექცნენ! მე მინდა თქვენ და მე, ჩვენ ერთად სიყვარული გვამოძრავებდეს, სიყვარული გვმართავდეს, სიყვარულით ვმოქმედებდეთ!სრულად
მასალის გამოყენების პირობები