ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია

კოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია

კვლევის მიხედვით, კოვიდპანდემიამ დიდ ბრიტანეთში 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. წერს BBC .

კვლევა ექსეტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კვლევაში 3 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც ყოველწლიურად ავსებენ კითხვარს და კოგნიტიურ ტესტებს გადიან. შედეგებმა მათი ტვინების ფუნქციონირებაში ვარდნა დააფიქსირა.

მეცნიერების დასკვნით, კვლევის შედეგები შეიძლება სტრესით, მარტოობით და ალკოჰოლის მოხმარებით აიხსნას. კოვიდთან დაკავშირებულ შიშებთან გამკლავებამ და გაურკვევლობამ ადამიანების რუტინა დაარღვია და შესაძლოა ტვინის ჯანმრთელობაზე „რეალური, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს“.

კვლევით დადგინდა, რომ კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება ყველაზე სწრაფად პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, ლოკდაუნების დროს გაიზარდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული ფუნქციის დაქვეითება მეორე წელსაც გაგრძელდა. ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთაც მეხსიერების პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ.

კვლევის მიზანი ჯანმრთელი ტვინის დაბერების მექანიზმის შესწავლა და დემენციის განვითარების მიზეზების დადგენა იყო. ავტორები მომავალში მის გაგრძელებას გეგმავენ. თუმცა, არსებული მონაცემებით, მათ უკვე შეუძლიათ გააკეთონ დასკვნა, რომ პანდემიის დროს არსებულმა პირობებმა ტვინის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია.

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი უსიმ­პტო­მოა და ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა მა­თი ამოც­ნო­ბა; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის ტი­პუ­რი სიმ­პტო­მე­ბი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი