პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.


ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, რომელიც წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.


მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.


საუბარი შეეხო ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა და მისი მიზანი, ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირების გზით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.


მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა, ის გარემოება, რომ უკვე განხორციელებული პროექტების შედეგად, საქართველო 2 წლით უსწრებს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სამიზნეებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.


შეხვედრას მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჰმედ ლევენტ იენერი ესწრებოდა.



https://youtube.com/@drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/pirveladi-jandatsvis-sistemis-ganvitharebis-gzebi-da-hospitaluri-seqtoris-daphinansebis-drg-modeli/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi