ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია“ - ეკატერინე

„ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია“ – ეკატერინე

19/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება“, – ამის შესახებ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ განაცხადა.


მისი თქმით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე.


„ბავშვთა ონკოლოგია, ჩვენს ქვეყანაში, დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს, ოჯახებთან ერთად, საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ და ეს ფსიქოლოგიურ წნეხთან ერთად, ძალიან დიდი ფინანსური ტვირთი იყო.


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,განისაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემის გადაჭრა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო.


სახელმწიფო იწყებს მუშაობას ცენტის მშენებლობაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. ამ პროცესებს გარკვეული დრო სჭირდება და აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ სანამ ქვეყანას ახალი ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო ექნება, ბავშვებს საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ“,- განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ.


„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა.


„ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია. სამი თვის შედეგებით, პროგრამით 11-მა ბავშვმა ისარგებლა, 8 მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს, 3 ბავშვი კი ქვეყანაში უკვე დაბრუნდა. ჩვენ, ამ ბავშვებთან, მათ მშობლებთან და კლინიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მინისტრის შვილობილი პროექტია.


მისი ჩართულობა პროცესში ყოველდღიური იყო. ზურაბ აზარაშვილმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, ცოტა ხნის წინ, თავად მოინახულა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა“, – აღნიშნა ეკატერინე ფესტვენიძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი