რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამ დროისთვის ქვეყანაში

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან” საუბარში მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა.

რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად

გაბუნიას თქმით, ამჟამად საქართველოში აქტიურად ვრცელდება რინოვირუსი და ენტეროვირუსი, ხოლო კორონავირუსი გამოვლენილ შემთხვევათა დაახლოებით 7–8 პროცენტს შეადგენს.

„მსგავსი სურათი გასულ წელსაც გვქონდა — წელს არაფერია უჩვეულო. რაც შეეხება გრიპს, ის ჯერჯერობით ცირკულაციაში არ გამოჩენილა. წლის 38-ე და 39-ე კვირაზე თითო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება,” — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რინოვირუსის უჩვეულო მატება

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ 2023 წელს რინოვირუსის გავრცელება პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

- Advertisement -
Ad imageAd image

„რინოვირუსი გაცივების გამომწვევი ვირუსია და დაავადების მძიმე მიმდინარეობას არ იწვევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს მისი შემთხვევები მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც მომატებულია,” — აღნიშნა ჩხაიძემ.

კორონავირუსი სეზონური ხასიათის მატარებელია

ჩხაიძის განმარტებით, ლუგარის ცენტრის მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსი საქართველოში არასდროს გამქრალა და სეზონური ხასიათი მიუღია. ზაფხულშიც ფიქსირდებოდა შემთხვევები — მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში ვერ გამოვლინდა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უახლესი მონაცემებით, კორონავირუსი გამოვლენილ შემთხვევათა 7 პროცენტს შეადგენს. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის” ვარიანტი ვრცელდება.

„მთავარია, კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იყოს — ვიცოდეთ მისი გავრცელების ინტენსივობა და მიმდინარე ვარიანტი. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათია და ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე სახის საშიშროება არ ემუქრება,” — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ არხზე

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამ დროისთვის ქვეყანაში. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ra-tipis-virusebi-tsirkulirebs-am-droisthvis-qveqhanashi/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi