სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსაშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

11/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ბრიტანეთში საშვილოსნოს პირველი წარმატებული გადანერგვა ჩატარდა. დონორი პაციენტის უფროსი და გახდა. ორივე ქალი თავს კარგად გრძნობს.


თავად ოპერაცია ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც გაირკვა, რომ დებმა თავიდან აიცილეს პოტენციური გართულებები, რომლებიც შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ქირურგის თქმით, ორივე მათგანი “მეშვიდე ცაზე” იყო წარმატებული ორმაგი ოპერაციის შემდეგ, რაც უმცროს დას შვილების გაჩენის საშუალებას მისცემს.


ოპერაცია ოქსფორდის საავადმყოფოში ცხრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.


ორივე ქალის თხოვნაა, არ გამჟღავნებულიყო მათი სახელები. უფროსი და 40 წლისაა, ორი შვილი ჰყავს და გადაწყვიტა, აღარ გაეჩინა.


მისი უმცროსი და დაიბადა მაიერ-როკიტანსკი-კასტერ-ჰაუზერის სინდრომით (MRKH), იშვიათი განვითარების აშლილობა, რომელიც იწვევს გოგონების დაბადებას განუვითარებელი საშოთი და განუვითარებელი ან სრულიად არმყოფი საშვილოსნოთი. დაავადების პირველი სიმპტომია მოზარდ გოგონებში მენსტრუაციის არარსებობა. მსოფლიოში 5000-დან დაახლოებით ერთი ქალი იტანჯება ამით.


ამასთან, ამ სინდრომის მქონე ქალებში საკვერცხეები არ არის დაზიანებული და ნორმალურად ფუნქციონირებს, ამიტომ მშობიარობის ერთადერთი დაბრკოლება საშვილოსნოს არარსებობაა.


ადრე ასეთ პაციენტებს მხოლოდ ბიოლოგიური შვილების გაჩენა შეეძლოთ სუროგაციის გზით. ტრანსპლანტაციის წარმატება ნიშნავს, რომ ახლა მათ შეუძლიათ შვილების გაჩენა, თუმცა ბუნებრივი მშობიარობა მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია და ბავშვები საკეისრო კვეთით დაიბადებიან.


ოპერაციის დაწყებამდე უმცროს დას ჩაუტარდა ოვულაციის სტიმულაციის ორი ციკლი კვერცხუჯრედების ამოსაღებად, რომლებიც განაყოფიერდა ქმრის სპერმით ემბრიონის შესაქმნელად.


ხუთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი გაყინული იყო ისე, რომ თუ ტრანსპლანტაცია წარმატებული იქნებოდა, მათი გადანერგვა შესაძლებელი იყო დონორის საშვილოსნოში. ამ დროისთვის, გადანერგილი საშვილოსნო, წამყვანი ქირურგის პროფესორ სმიტის თქმით, “ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც უნდა”.


თუ ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა წარმატებით დასრულდა, მაშინ ქალს მოუწევს იმუნოსუპრესანტების მიღება მთელი ორსულობის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოს დონორის ორგანოს უარყოფა.


თუმცა, გულის გადანერგვისგან ან, მაგალითად, ღვიძლის გადანერგვისგან განსხვავებით, საშვილოსნოს გადანერგვა დროში შეზღუდულია. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ და ერთი, მაქსიმუმ ორი წარმატებული ორსულობის შემდეგ, საშვილოსნო მოიხსნება და იმუნოსუპრესანტები აღარ იქნება საჭირო.


ამ შემოდგომაზე დიდ ბრიტანეთში მეორე გადანერგვა იგეგმება, კიდევ რამდენიმე პაციენტი ელოდება დაგეგმვას.


ოპერაციის მთავარი პასუხისმგებლობა ორ ქირურგს დაეკისრა: პროფესორ რიჩარდ სმიტს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან და იზაბელ კვიროგა ოქსფორდის ტრანსპლანტაციის ცენტრიდან.


ოპერაციის პირველი ნაწილი შედგებოდა მიმღების 40 წლის დისგან საშვილოსნოს ამოღებაში. რვა საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ქირურგები არ შეხებიან საკვერცხეებს, რათა არ გამოეწვიათ ადრეული მენოპაუზა ქალში.


უმცროს დაზე ოპერაცია დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიწყო, მისი სხეული დონორის ორგანოს მისაღებად ემზადებოდა. ეს ოპერაცია ცხრა საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ექიმებს, გავრცელებული ინფორმაციით, შეექმნათ გარკვეული სირთულეები, კერძოდ, მოსალოდნელზე მეტი სისხლის დაკარგვა, რომელიც შეადგენდა ორ ლიტრს (ადამიანის სხეულში სისხლის საერთო რაოდენობა დაახლოებით ხუთი ლიტრია).


პროფესორი სმიტი გინეკოლოგ-ქირურგთან ერთად არის საქველმოქმედო ორგანიზაციის, Womb Transplant UK-ის კლინიკური დირექტორი. მისი თქმით, ამ ოპერაციის ტექნიკა რადიკალური ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოღება) მსგავსია.


პროფესორის თქმით, „შემაძრწუნებელი სიმართლე ის არის, რომ ქვეყანაში ამჟამად, 15 000-ზე მეტი ქალია მშობიარობის ასაკისა, რომლებიც განიცდიან საშვილოსნოს უნაყოფობას“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/mecniereba/sashvilosnos-gadanergvis-pirveli-operatsia-tsarmatebit-dasrulda-britaneti


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება

ნოემბერი 26, 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი