ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული

ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.

 

გიორგი ფხაკაძე 2022 წლის 9 ოქტომბერს წერდა:

 

„სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს


გეტყვით, ეს როგორ ხდება:


მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია – პაციენტი და, განსაკუთრებით, ჭრილობის არე შემოფარგლულია სამედიცინო ზეწრებით. ექიმებს და ექთნებს აცვიათ სამედიცინო ხალათები.


აღნიშნული მასალები იცავს პაციენტს სითხური დაბინძურებისგან და შიდა ჰოსპიტალური ინფექციისგან, სამედიცინო პერსონალს კი პაციენტისგან მომავალი სითხური დაბინძურებისგან და პაციენტისგან მომავალი ინფექციისგან.

 

როგორ ვაფასებთ ამ პროდუქციის ხარისხს ყველაზე მარტივი და აუცილებელი გზით :


ვის მიერაა წარმოებული და რამდენად რეპუტაციულია აღნიშნული მწარმოებელი?


რომელ ქვეყანაშია წარმოებული?


როგორია ამ პროდუქციის შენახვის პირობები? (რადგან პროდუქცია შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, თუმცა ჰქონდეს შენახვის ძალიან მკაცრი მოთხოვნები, რომელსაც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს).


რა არის საჭირო, რომ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე მარტივი 3 პუნქტის შეფასება? რა თქმა უნდა, პროდუქციის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია:


მწარმოებელი და აუცილებლად მისი რეკვიზიტები;


რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქცია წარმოებული;


ამ პროდუქციის შენახვის პირობები (რათა კლინიკის პერსონალის მიერ მოხდეს შესაბამისი პირობების მიხედვით მისი დასაწყობება).


როგორც შეგპირდით, ვდებ იმ ქირურგიული ნაკრების ფოტოებს, რომელსაც იყენებენ საქართველოს კლინიკებში


მასზე არ არის მითითებული:


თუ სად მდებარეობს ქარხანა და მისი რეკვიზიტები;


რომელ ქვეყანაშია წარმოებული;


შენახვის პირობები.


შესაბამისად, სამწუხაროდ, გაურკვეველია, თუ როგორ ენდობიან ამ გაურკვეველი წარმომავლობის სამედიცინო სახარჯ მასალას…


P.S. ჩემს წინა ლაივებში ვსაუბრობდი Barcode- ის შესახებ, ეს არის საქონლის წარმოშობის და მისი აღწერის სისტემა. მაგ: თუ საქონელს აწერია, რომ წარმოებულია შპს „WTHG ის მიერ ბანგლადეშში“ მასზე დატანილი Barcode, სკანირების შემდეგ იგივე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ.


სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ტექსტობრივად საერთოდ არაა ინფორმაცია მითითებული, ხოლო Barcode-ის სკანირებით ვიგებთ, რომ პროდუქცია წარმოებულია იტალიაში – Elvea SPA ის მიერ…რომელიც რეალურად ტომატ პასტისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელია (ვდებ ასევე ამ ბარკოდის სკანირების ფოტოებსაც). ეს რომ ამ იტალიელებმა გაიგონ, ალბათ, გულის შეტევა მოუვათ.


შემდეგ პოსტში უფრო რთული, ანგიოგრაფიული საოპერაციო ნაკრებების შესახებ დავდებ ინფორაციას.


ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ“


#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Giorgi Pkhakadze


საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს – გიორგი ფხაკაძე


ვრცლად: https://primetime.ge/…/saqartvelos-zogiert-sameditsino…


https://digest.pia.ge/…/saqartvelos-zogiert-sameditsino…

 

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია – კვების საკითხი სკოლებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია – კვების საკითხი სკოლებში

ნოემბერი 27, 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი