„გაიგეთ აკრედიტაციის სტანდარტები და ორგანიზაცია ნამდვილად თუ არის საერთაშორისო!

ავტორი SheniAmbebi.ge
7 წუთიანი წაკითხვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რა წარმოადგენს აკრედიტაცია კანადას და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი საერთაშორისო აღიარება ქართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის სტატუსის, სტანდარტების და შემფასებელთა სასწავლო პროგრამის საერთაშორისო აღიარების შესახებ, ასევე — საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო სიახლეები სამედიცინო აკრედიტაციის სფეროში.

რა არის აკრედიტაცია კანადა და რატომ არის ის საერთაშორისოდ აღიარებული?

აკრედიტაცია კანადა არის გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს — ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის (International Society for Quality in Health Care / External Evaluation Association — ISQua/ISQuaIEEA) — წევრი. ორგანიზაციას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, რომლის ბოლო განახლება მოიცავს 2022–2026 წლებს.

როგორ შეამოწმოთ აკრედიტაცია კანადას სტატუსი

ორგანიზაციის საერთაშორისო სტატუსის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯებით. გადადით ბმულზე: https://ieea.ch/our-programmes/accreditation-programmes.html. გვერდზე დაინახავთ მსოფლიო რუკას, რომლის ქვემოთ განთავსებულია სამი საძიებო ველი: Country, Survey Type და Search Organisation.

ველში Country ჩაწერეთ: Canada. ველში Survey Type მიუთითეთ: Accredited Organisation. შემდეგ დააჭირეთ ძებნის ღილაკს. შედეგების სიაში, სათაურის Current Award Holders ქვეშ, პირველი ორგანიზაცია იქნება Accreditation Canada.

- Advertisement -
Ad imageAd image

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები

ISQua/ISQuaIEEA-ს მიერ აღიარებული სტანდარტების შესამოწმებლად იმავე ბმულზე, ველში Country ჩაწერეთ: Canada, ხოლო ველში Survey Type მიუთითეთ: Accredited Standards. ძებნის შედეგად ნახავთ, რომ სიის მე-5 პოზიციაზე მოცემულია Health Standards Organisation — ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს Accreditation Canada-ს შემადგენელ ნაწილს. შესაბამისი ბმულიც მითითებულია.

შემფასებელთა სასწავლო პროგრამის საერთაშორისო აღიარება

აკრედიტაციის შემფასებელთა სასწავლო პროგრამის სტატუსის გადასამოწმებლად, იმავე ბმულზე, ველში Country ჩაწერეთ: Canada, ველში Survey Type კი მიუთითეთ: Accredited Surveyor Training Programme. ძებნის შედეგად, Current Award Holders-ის სიაში ერთადერთ ორგანიზაციად ნახავთ Accreditation Canada-ს — რაც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის შემფასებელთა მომზადების პროგრამა სრულად არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე.

საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის სამართლებრივი ჩარჩო

აკრედიტაცია კანადა მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას — „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ” (ბრძანება №4/ნ, 2023 წლის 26 იანვარი) — და მზადაა ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებს ამ პროცესში.

ზემოთ ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნები ძალაში შევა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „გაიგეთ აკრედიტაციის სტანდარტები და ორგანიზაცია ნამდვილად თუ არის საერთაშორისო!. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/gaigeth-akreditatsiis-standartebi-da-organizatsia-namdvilad-thu-aris-saerthashoriso/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi