თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მოქალაქეების მიერ უმწეო მდგომარეობაში ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს.

ქალაქ რუსთავში ნაპოვნი ბუ და თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა დეპარტამენტის ეკიპაჟებმა თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს.

ზოოპარკის თანამშრომლებმა ფრინველებს ვეტერინალური დახმარება გაუწიეს.

გამოჯანმრთელების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუ და ბუხრინწები ბუნებრივ არეალში – კოჯრის მიმდებარედ, ტყეში დააბრუნეს.

„მიუხედავად იმისა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებული ფრინველების მოვლა-პატრონობა არ არის დეპარტამენტის მოვალეობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, პერიოდულად გვიწევს მათი ზოოლოგიურ პარკში გადაყვანა. რეაბილიტაციის გავლისა და საბოლოო გამოჯანმრთელების შემდეგ გადარჩენილი ფრინველები უბრუნდებიან ველურ ბუნებას“, – განაცხადა  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის  ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს. 27 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თერჯოლის-მუნიციპალიტეტ-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T14:02:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi