,,ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა” – ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო როგორც ჩანს - ბინაში გაზი ალბათ, საათების განმავლობაში გროვდებოდა და დეტექტორებიც არ იყო დაყენებული - შენობა მთლიანად იქნება დასანგრევი, მსგავსი კორპუსი ძალიან ბევრია თბილისში“

კრწანისის რაიონის გამგებელი, ლაშა ცაგურია ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გამგებელმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კორპუსის ჩანაცვლების პროგრამის შესახებ და მათთან სამომავლო გეგმები განიხილა.

ამ ეტაპზე კორპუსის აქტიური გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, კორპუსის მაცხოვრებლების მხარდაჭერის შედეგად მოხდება ჩანაცვლების პროგრამა:

“ჩვენ ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას. ჩანაცვლების პროგრამა რომ განხორციელდეს, აუცილებელია ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა. 100%-იან მხარდაჭერას თუ წარმოადგენენ აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები, ვუშუამდგომლებთ და დავიწყებთ პროცესს”, – აცხადებს ლაშა ცაგურია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ,,ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა” – ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა. 27 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვთავაზობთ-მათ-ჩანაცვლებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T12:26:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi