სოხუმში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად აფხაზი ოპოზიციონერი კან კვარჩიას 24 წლის შვილი, ეფრემ კვარჩია მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული და ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა 15 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, სოხუმის ძიგუას ქუჩაზე მოხდა.
დაკავებულია ნოდიკ კვიცინია — აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი “დეპუტატი”, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებს თავად ჩაბარა. კვიცინიას წარსულში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებს ატარებენ იმის დასადგენად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა თავდასხმის რეალური სამიზნე არა ეფრემი, არამედ მისი მამა, ოპოზიციონერი დეპუტატი კან კვარჩია ყოფილიყო. კვარჩია აფხაზეთის პოლიტიკაში ცნობილი ფიგურაა, რომლის სახელი ადრეც დაკავშირებული იყო შეიარაღებულ ინციდენტებთან. 2024 წლის დეკემბერში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მომხდარი სროლაში მას თავი დაეშავა, ხოლო “დეპუტატი” ვახტანგ გოლანდზია დაიღუპა.
სრული ინფორმაცია: Ambebi.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სოხუმში ოპოზიციონერის შვილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავდა. 27 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სოხუმში-ოპოზიციონერის-შვ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
