ფონიჭალაში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 87% აქვს დამწვარი, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აფეთქება სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა. მომხდარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა გაზის გამათბობელი ღამით ჩართო, მოგვიანებით კი გამორთო. დილით მისი ხელახლა ანთების მცდელობას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ილია ისაევი ბათუმში ცხოვრობდა და თბილისში ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ უბანში გაიზარდა, სწავლობდა 127-ე საჯარო სკოლაში, მოგვიანებით კი ოჯახი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა. 20 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვინ-არის-ახალგაზრდა-მამა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T13:46:14+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
