ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება – მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობა ორივე მშობელს შეუძლია - მოქმედი რეგულაციებით დედასა და მამას მისი გამოყენება ერთდროულად არ შეუძლიათ - რა თანხას უნაზღაურებს სახელმწიფო მშობიარეს და რა ვალდებულებები ეკისრება დამსაქმებელს

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ინიციატივა, რომლის ამოქმედების შედეგად დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება.

72 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი – კენჭისყრის ამ შედეგით მიიღეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება – მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა. 13 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ცვლილება-რომელიც-ორსულე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi