გაფრთხილება მომხმარებლებს! საქართველოს ფოსტის სახელით თაღლითური SMS-შეტყობინებები ვრცელდება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაფრთხილება მომხმარებლებს! საქართველოს ფოსტის სახელით თაღლითური SMS-შეტყობინებები ვრცელდება

საქართველოს ფოსტა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი სახელით თაღლითური SMS-შეტყობინებები ვრცელდება. უწყების განცხადებით, შეტყობინებები ოფიციალურად არ არის გაგზავნილი და მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და არ შეიყვანონ პირადი ან საბანკო მონაცემები.

„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფოსტის სახელით ვრცელდება თაღლითური SMS-შეტყობინებები. გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე და არ შეიყვანოთ პირადი ან საბანკო მონაცემები. აღნიშნული შეტყობინებები საქართველოს ფოსტის მიერ არ არის გაგზავნილი. გზავნილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ საქართველოს ფოსტის ოფიციალური არხებით“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გაფრთხილება მომხმარებლებს! საქართველოს ფოსტის სახელით თაღლითური SMS-შეტყობინებები ვრცელდება. 13 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გაფრთხილება-მომხმარებლე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi