წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარაკალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ქვეითი და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად გარდამავალი თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები პირველი ქვეითი ბრიგადისა და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს გუნდებმა გადაინაწილეს. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა. 13 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამხედრო-მოსამსახურეთა-ს/
