„12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება – ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო…“ – აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება - ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო...“ - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო თბი­ლის­ში, ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო მოკ­ლუ­ლებ­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს შო­რის მე­დი­ა­ცი­ას 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და, რათა მხა­რე­ებს შო­რის მო­რი­გე­ბა შემ­დგა­რი­ყო.

  • მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 11 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა და ამი­ტომ 12 ნო­ემ­ბერს და­გეგ­მი­ლი იყო იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეტა­პი.

“ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო მე­დი­ა­ცი­ას უწევ­და მხა­რე­ებს, რათა მათ შო­რის მო­რი­გე­ბა შემ­დგა­რი­ყო. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო. მხა­რე­ებ­თან ბოლო შეხ­ვედ­რა გუ­შინ, 11 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა, ამი­ტომ 12 ნო­ემ­ბერს და­გეგ­მი­ლი იყო იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეტა­პი, რათა მომ­ხდა­რი­ყო უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რის სა­სარ­გებ­ლოდ,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ცოლ-ქმა­რი, მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, გუ­შინ მოკ­ლეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­ულს წინ უძღო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება – ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო…“ – აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე. 12 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/12-ნოემბერს-დაგეგმილი-იყო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi