საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი, რომელიც MMA-ს მებრძოლია, მიმართვას ავრცელებს.
„მინდა, გამოვეხმაურო ინციდენტს, რომელიც უსმანსა და მერაბ დვალიშვილს შორის მოხდა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძმას, საბას, რომელიც ასე ვაჟკაცურად დაუდგა მერაბს გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. ასევე, მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ აუცილებლად გაეცემათ პასუხი საკადრისად, ვაჟკაცურად, როგორც ქართველებს შეეფერებათ, თავის დროზე ყველა მათგანს, რომელმაც არასწორი ხელი ასწია ჩვენს ბიჭებზე.
ამ ყველაფერთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დადებითაც მოიხსენია ჩვენი ბიჭები, ძალა ნამდვილად ერთობაშია და აუცილებლად იზეიმებს სამართალი“, – განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები (გუნდის წევრები).
თავდასხმა არასპორტული და რიცხობრივი უპირატესობით (რამდენიმე ადამიანი ორის წინააღმდეგ) წარიმართა, თუმცა ქართველმა მებრძოლებმა თავის დაცვა და ღირსეული პასუხის გაცემა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ თავდამსხმელები ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი მიმართვას ავრცელებს – „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძმას, საბას, რომელიც ასე ვაჟკაცურად დაუდგა მერაბს გვერდით“. 12 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საბა-ლაზიშვილის-ძმა-ზვია/
