დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა – დევნილთა სააგენტომ შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარი სრულად შეუცვალა, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. განხორციელდა სრული დემონტაჟი და კაპიტალური განახლება, სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა გარემო პირობებიც: გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და დათბუნება.

აღნიშნული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სოფელ შავშვებში, დევნილ ოჯახებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიიღო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მინისტრმა მათთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები და დღის წესრიგში არსებული საჭიროებები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარების მონიტორინგს და თითოეულ ახალ პროგრამას სწორედ ადგილობრივების საჭიროებების შესაბამისად გეგმავს.

შავშვების დასახლებაში ასევე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა. 10 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დევნილთა-დასახლებებში-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi