ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აშშ-ში ბავშვის წითელათი გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ ნიუ-იორკის შტატში წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდაცვლილი ბავშვი წითელაზე აცრილი არ იყო.
ჯამურად აშშ-ში წითელას ამ ეპიდაფეთქების პერიოდში 5000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული (უმრავლესობა აუცრელი ან არასრულად აცრილია). არის ლეტალური შემთხვევებიც. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ წითელას მსუბუქი შემთხვევების დროსაც, როდესაც სრულად ხდება სიმპტომების ალაგება, რჩება რისკი, რომ 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდეს წითელასმიერი პანენცეფალიტი.
დაავადება, რომელიც წლების მანძილზე სრულიად უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს, რომლის მკურნალობა არ არსებობს და ლეტალობა 100%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება წითელას საწინააღმდეგო აცრაა.
ჰოდა, რა ვიცი, ამ ფონზე აშშ-ში ჯანდაცვის უმაღლესი პირის, რობერტ კენედის ანტივაქსერული განცხადებები რომ ციტატებად მოგყავთ ქართველ ანტივაქსერებს, ცოტა მეტი იფიქრეთ.” – წერს მაია ბუწაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). “წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში – აცრილი არ იყო. ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა წითელას საწინააღმდეგო აცრაა” – მაია ბუწაშვილი აშშ-ში წითელას აფეთქებაზე. 3 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წითელას-ვირუსით-სიკვდ/
