„პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი. როცა პროკურორი ხსნიდა სხვადასხვა ფაილს, გაიხსნა ერთ-ერთი, რამდენიმეწამიანი ფაილი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი“- ეკა კუპატაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. პროცესს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც ესწრებოდა.

„პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი. როცა პროკურორი ხსნიდა სხვადასხვა ფაილს, გაიხსნა ერთ-ერთი, რამდენიმეწამიანი ფაილი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი.

დაცვის მხარეს ჰყავდა ორი მოწმე წარმოდგენილი. მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ, გიორგი მალანია რომ არ დაეჭირათ, არსად არ გაიქცეოდა. ისინი იყვნენ უაზრო მოწმეები, რომელიც მოხსნა დაცვის მხარემ. ეს ორი მოწმე სასამართლო პროცესზე არ ყოფილა. ასევე, იყო ექსპერტი, რომელმაც ზუსტად ის თქვა, რაც ბრალდების მხარის მოწმე ექსპერტებმა, რადგან ექსპერტს აქვს ფაქტობრივი ცოდნა კონკრეტული საკითხის ირგვლივ,“- აცხადებს ეკა კუპატაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი. როცა პროკურორი ხსნიდა სხვადასხვა ფაილს, გაიხსნა ერთ-ერთი, რამდენიმეწამიანი ფაილი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი“- ეკა კუპატაძე. 2 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პროკურატურამ-გამოიკვლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi