საქართველოში დღეიდან იწყება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა. აცრა სრულად უფასოა და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამისთვის 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ვაქცინა (Vaxigrip) შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებით რეკომენდებს ვაქცინაციას მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. როგორც ცნობიერ ხდის სამინისტრო, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის”.
აცრა შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდან. ვაქცინა მორგებულია იმ გრიპის შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია მოახლოებული სეზონის განმავლობაში.
სრული ინფორმაცია: Ambebi.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სახელმწიფო უფასო ვაქცინაციის პროგრამა გრიპის წინააღმდეგ. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სახელმწიფო-უფასო-ვაქცინა/
