პენსიონერებს 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა და მათი პირადი მონაცემების მოპოვებისა და საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა – შსს-ს განცხადება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკავება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­ყო­ფის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რებს ყო­ველ­თვი­უ­რი 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის და­ნიშ­ვნას ჰპირ­დე­ბო­და, რის შემ­დე­გაც მათი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის ფა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბი­სა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ბან­კო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სეს­ხებს ააქ­ტი­უ­რებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი ჯამ­ში 43 792 ლარს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფ­ლა.

“პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 286-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პენსიონერებს 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა და მათი პირადი მონაცემების მოპოვებისა და საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა – შსს-ს განცხადება. 20 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პენსიონერებს-200-ლარიანი-და/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi