„საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ – ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბურ არეულობას გამოეხმაურა და განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა.

„საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან ადამიანების იმიგრაციამ იმ ადამიანების, რომლებსაც გულში სიძულვილი აქვთ, ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!“, – განაცხადა ტრამპმა.

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა თავდაპირველად სტუდენტებისა და მოსწავლეების გამოსვლებით დაიწყო, რომლებიც სკოლებში პერსონალის დამატებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მას შეუერთდნენ პროფკავშირები და მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და საჯარო სერვისების მდგომარეობას აპროტესტებენ.

მშვიდობიანი დემონსტრაციები დროთა განმავლობაში ძალადობაში, შენობებისა და ავტომობილების გადაწვასა და მაღაზიების ძარცვა-რბევაში გადაიზარდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ – ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს. 19 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთი-იწვის-ჩაკეტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi