აბასთუმანში 300-მდე ძირი ხე დაირგო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, აბასთუმანში, 300-მდე ძირი ხე დაირგო. მათ შორისაა იფანი, დეკორატიული ტყემალი და ცხენის წაბლი. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური ფონდი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორი შონიასთან და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, გამწავნების პროცესში მონაწილება მიიღეს აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

„პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში ფონდის მიერ შეძენილი 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.

პროგრამის ფარგლებში, რუსთავში და გორის კულტურისა და დასვენების პარკში უკვე დარგულია 4000-მდე ხე-მცენარე.

- Advertisement -
Ad imageAd image

დარგვითი სამუშაოები ხორციელდება აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით და მოიცავს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული მწვანე ნარგაობების ჩანაცვლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება, რომ პროგრამის მიზანია საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების გაუმჯობესება, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერება და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აბასთუმანში 300-მდე ძირი ხე დაირგო. 19 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აბასთუმანში-300-მდე-ძირი-ხე-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi