კლიმატური ქაოსი განაპირობებს პლანეტის სამმაგ კრიზისს: დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და კლიმატურ ქაოსს – ანტონიო გუტიერეში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება.

ერევანში ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა მიიწვია, მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე, ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.საქართველოს პრემიერი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად, ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ კლიმატური ქაოსი განაპირობებს პლანეტის სამმაგ კრიზისს.

“ეს ლანდშაფტი და ყველაფერი, რაც მასშია, გვახსენებს, თუ რატომ ვართ აქ შეკრებილნი: საკვები, რომელსაც მივირთმევთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ – ეს ყველაფერი ბიომრავალფეროვნების საჩუქარია, თუმცა ყოველდღე კაცობრიობა სიცოცხლის ხეს კიდევ ერთ ტოტს აჭრის.

კლიმატური ქაოსი განაპირობებს პლანეტის სამმაგ კრიზისს: დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და კლიმატურ ქაოსს. ჩვენ გვჭირდება მეტი მოქმედება, მეტი სისწრაფე და მეტი პოლიტიკური ნება”, – აცხადებს გუტიერეში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კლიმატური ქაოსი განაპირობებს პლანეტის სამმაგ კრიზისს: დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და კლიმატურ ქაოსს – ანტონიო გუტიერეში. 16 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კლიმატური-ქაოსი-განაპირო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi