საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს.
“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – აცხადებს “პირელებთან” დავით ოქიტაშვილი.
მისი თქმით, თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მუდამ “მამუკა მდინარაძის სახელით ბლატაობდა”.
უწმინდესიც რომ არ იყოს, მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ. თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა. “ფეხებს მომჭამთ ჭირში, მამუს დავურეკავ”, – ასე ამბობდა. ზოგი ეკითებოდა – მამუ ვინ არის. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას, მე არასოდეს არ დავმალულვარ, დამიბარონ სადაც უნდათ და მე მივალ, პრობლემა არ მაქვს. მარტო მე რომ ვითხოვდე კიდე ხომ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს. როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას”.- აცხადებს “პირველებთან” დავით ოქიტაშვილი.
დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა ურხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე თადაპირველად ფბ-ზე გავრცელებული პოსტითამხილა.
მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ – ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!” – მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.
“საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”, – წერს ოქიტაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). “საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 15 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საჯაროდ-მივმართავ-საქარ/

