საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, სწავლება – „მახვილი თვალის“ ფარგლებში კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა სამანევრო, სატანკო, საავიაციო, საარტილერიო, საინჟინრო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯგუფებმა მიიღეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლებაში სხვადასხვა ამოცანა შეასრულეს: ჩასაფრება, დაზვერვა, შენობების წმენდა, არხზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, ქვედანაყოფების დეკონტამინაცია, დრონების თავდასხმის მოგერიება და დაჭრილების ევაკუაცია. საინჟინრო ათეულმა რობოტის გამოყენებით ჩამოვარდნილი დრონისა და ასაფეთქებელი ნივთიერების განეიტრალება შეძლეს, ხოლო, სადაზვერვო ასეულმა FPV დრონების საშუალებით, პირობითი მოწინააღმდეგის კოლონის შეკავების ოპერაცია განახორციელა. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თავდაცვის მინისტრი საველე სწავლებას დაესწრო (ვიდეო). 14 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თავდაცვის-მინისტრი-საველ/
