პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო800-ზე მეტი ძვირადღირებული შვეიცარიული საათი დაიკარგა - საათების მფლობელები შეშფოთებულნი არიან

800-ზე მეტი ძვირადღირებული შვეიცარიული საათი დაიკარგა – საათების მფლობელები შეშფოთებულნი არიან

იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში, საათების გაქირავებისა და გაცვლის სერვისში ჩაბარებული 800-ზე მეტი „როლექსისას“ და „ტუდორის“ წარმოების ძვირადღირებული შვეიცარული საათი დაიკარგა.

საათების სერვისის მმართველი კომპანია მოულოდნელად დაიშალა, მის ყოფილ მენეჯერზე კი დაკავების ორდერი გაიცა. ზოგიერთი გაუჩინარებული საათი, სავარაუდოდ, უკვე გაიყიდა; საათების მფლობელები შეშფოთებულნი არიან.

ძვირადღირებული საათების გაცვლის სერვისს („Toke Match“) კომპანია „ნეო რევერსი“ უძღვებოდა, რომლის სათაო ოფისი ოსაკაში მდებარეობს. მომსახურების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ძვირადღირებული საათების მფლობელებს საკუთარი ძვირფასი ნივთის დეპონირება და საათის ღირებულებიდან გამომდინარე, ყოველთვიური შემოსავლის მიღება, ხოლო სხვა ადამიანებს – მათი დაქირავება შეეძლოთ. სერვისი 2021 წლის იანვარში დაიწყო და სწრაფად განვითარდა. 2023 წლის აგვისტოში მისი კონტროლის ქვეშ უკვე 1500 საათი იყო.

თუმცა, მიმდინარე წლის 31 იანვარს, „ნეო რევერსმა“ სერვისის მიწოდება შეწყვიტა და თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ კომპანიის „ლიკვიდაცია“ მიმდინარეობდა. უკვე ამას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ისეთი კლიენტების არსებობის შესახებ, რომლებმაც თავისი საათები უკან ვეღარ დაიბრუნეს. საკუთარი ძირადღირებული საათები მათ სხვადასხვა აუქციონის საიტებსა და ონლაინ ბაზრობებზე აღმოაჩინეს.

საერთაშორისო ძებნა
თაღლითობის შედეგად დაზარალებული190 პირის მიერ დაარსებული ჯგუფის ცნობით, სულ 860-ზე მეტი საათია დაკარგული. აქედან 820 არის შვეიცარული წარმოების, მათ შორის – დაახლოებით 620 „როლექსი“ და 60-ზე მეტი „ტუდორი“, ასევე სხვა ისეთი ცნობილი ბრენდების საათები, როგორიცაა „ომეგა“, IWC და „ჰუბლოტი“. დაკარგული საათების საერთო ღირებულება დაახლოებით 1,85 მილიარდ იენს (11 მილიონი შვეიცარიული ფრანკი) შეადგენს. ვარაუდობენ, რომ არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებიც, ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ რჩებიან.

როგორც იაპონური მედია იუწყება, ტოკიოს პოლიციამ, ბიზნეს-ტრანზაქციების გაფლანგვისთვის, „ნეო რევერსის“ ყოფილი მმართველი დირექტორის დაკავების ორდერი გამოსცა. კომპანიის დაშლისთანავე, ის დუბაიში გაემგზავრა. მის ძებნაში ინტერპოლიც ერთვება.

თუმცა, დაკავების ორდერის გაცემის დაგვიანება ნიშნავს, რომ საათები, შესაძლოა, უკვე გაყიდული იყოს, რაც ძველი მფლობელებისთვის მათი დაბრუნების საქმეს ართულებს. იაპონური გაზეთის, „ასახი შიმბუნის“ ცნობით, დაზარალებულთა საათები გასაყიდად განთავსებული იყო „Chrono24“-ზე – ელიტური საათების გაყიდვის მსოფლიოში უდიდეს პლატფორმაზე. ამ საათების გაყიდვის რეკლამა „Chrono24“-მა მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი სკანდალის შესახებ შეიტყო.

SWI swissinfo.ch-თან (შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციის ფილიალი) საუბრისას, დაზარალებულებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი განსხვავებები პრობლემის მოგვარებას ართულებს.

საათის მოყვარულები თუ ინვესტორები?
სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი კითხულობს, თუ რატომ ჩააბარეს მფლობელებმა თავისი საყვარელი საათები საცავში შესანახად. ისინი დაზარალებულებში ხედავენ არა საათის მოყვარულებს, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლად იქცნენ, არამედ ინვესტორებს, რომლებსაც სიხარბე ამოძრავებდათ.

SWI swissinfo.ch დაზარალებულთა ჯგუფს დაუკავშირდა და მის წევრებს კითხვები დაუსვა. ჰიროკი მ*, რომელმაც„ნეო რევერსს“ თავისი „როლექს ჯი ემ თი მასტერი“ 2023 წლის დეკემბერში ჩააბარა, ერთი წელი აწარმოებდა კვლევას, ვიდრე არჩევანს ამ კომპანიაზე შეაჩერებდა. მან კომპანიის შესახებ ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმა, ასევე დააზუსტა კითხვები მის გადახდისუნარიანობასთან და გაქირავების პერიოდში მოპარულ ან დაზიანებულ საათებთან დაკავშირებით. ჰიროკი მ*-ს ნდობა იმანაც გაუღრმავა, რომ „ნეო რევერსს“ დარგობრივი ორგანიზაცია Sharing Economy Association-ისგან სერტიფიკატი ჰქონდა მიღებული.

„ეს იყო პირველი ძვირადღირებული საათი, რომელიც შევიძინე. ძალიან ლამაზი იყო და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ სხვაც შეძლებდა თუნდაც თავის დაბადების დღეზე მის ტარებას“, – განაცხადა ჰიროკიმ. მისი თქმით, დეკემბერში სერვისის კომპანიამ მას 7 000 იენი (40 შვეიცარიული ფრანკი) ჩაურიცხა, მაგრამ მას შემდეგ თანხის გადახდა აღარ მომხდარა და არც საათი დაუბრუნებიათ.

Sharing Economy Association-მა თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ კომპანიას სერტიფიკატი და ასოციაციის წევრობა შეუჩერა.

„მინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს სცოდნოდა, რომ „როლექსის“ გარდა, ბევრი სხვა კარგი საათიც არსებობს, – ამბობს მივა*, რომლის ქმარიც ასევე საათების მოყვარულია, – გადავწყვიტე, საათი კრედიტორისთვის იმ განზარხვით გადამეცა, რომ ამ ნივთით, მისგან სარგებლის მიღებასთან ერთად, სხვა ადამიანებიც დაინტერესდებოდნენ“.

ჰიროკი მ*-მ, რომელიც 25 წელია საათების მოყვარულია, თავისი 14 საათიდან რვა კომპანიას ანდო. მან ყველა ეს საათი მის ცხოვრებაში მომხდარი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად შეიძინა, როგორიც იყო, მაგალითად, სამსახურის შეცვლა, დაწინაურება და ქორწილის წლისთავი და მათ გაყიდვაზე არასოდეს უფიქრია. „დიდი სურვილი მქონდა, რაღაცაში მაინც გამომეყენებინა საათი, რომელსაც ჩვეულებრივ არ ვატარებ. ეტყობა, ეშმაკი შემიჩნდა“, – ამბობს ჰიროკი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქი: რატომ უნდა ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში?

კარაქი: რატომ უნდა ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში?

მარტი 21, 2025
ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი