სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 300 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

უწყების ცნობით, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია რაჭაში.

„ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობის ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დარეგისტრირებულია ორი უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ და „ოყურეშის უსახელოური“.

ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე კახეთის, 1,7 ათას ტონამდე რაჭის, 304 ტონა ლეჩხუმის ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობისსხვადასხვა  რეგიონის მოსავალია. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანიიყო ჩართული.

მევენახე ფერმერების მიერ  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს: კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ერთ კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან ერთ კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს. რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული ერთ კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ რვა ლარი. ერთ კგ ალექსანდროულისა და ერთ კგ მუჯურეთულის  შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე ოთხი ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი