სპეციალისტების განმარტებით, მეტყველების დროული ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის საერთო ჯანმრთელობასთან და ნერვული სისტემის სწორ განვითარებასთან.
პროფესორის კომენტარი — გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მეტყველებაზე პასუხისმგებელი ტვინის უბნები სხვა ცენტრებთან მუდმივ კავშირშია, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესები თითქოს „შენელებულია“ — დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ განვითარება ასაკს ჩამორჩება. ასეთ შემთხვევებში ბავშვი შეიძლება სრულიად ჯანმრთელი იყოს.
ექიმები მშობლებს ურჩევენ, პრობლემის არსებობის მიუხედავად, დროულად მიმართონ სპეციალისტს და მდგომარეობა გადაამოწმონ.
5 მიზეზი, თუ რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები 2 წლის შემდეგ
სქესის გავლენა
ექსპერტების აზრით, მეტყველების განვითარების ტემპზე ბავშვის სქესსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. ხშირად ბიჭებში მეტყველებისა და მოძრაობის უნარები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე გოგონებში. ამას ბევრი მშობელიც ადასტურებს.
მემკვიდრეობითი ფაქტორი
თუ ბავშვი ორ წლამდე ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს, სასურველია ოჯახის ისტორიასაც გადახედოთ. შესაძლებელია, რომ ახლო ნათესავებსაც ჰქონდათ გვიანი მეტყველების გამოცდილება. ლოგოპედები აღნიშნავენ, რომ მეტყველების განვითარების ტემპი ნაწილობრივ მემკვიდრეობითაც გადაეცემა. მიუხედავად ამისა, თუ ორი წლის შემდეგ პროგრესი არ შეიმჩნევა, სპეციალისტთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია — თუნდაც ბავშვი ჯანმრთელი ჩანდეს.
ფსიქოლოგიური მიზეზები
ზოგჯერ, როდესაც ფიზიოლოგიური პრობლემები არ ფიქსირდება, მიზეზი ფსიქოლოგიურ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ. ექიმების თქმით, დღეს ეს საკმაოდ გავრცელებული საკითხია. ზოგი ბავშვი თავს არიდებს საუბარს, არ იმეორებს უფროსების ნათქვამ სიტყვებს და კომუნიკაციისას ხმებზე უარყოფით რეაქციას ავლენს. ასეთ სიტუაციებში სპეციალისტები ზოგჯერ აუტისტურ სპექტრზეც საუბრობენ, რადგან ბავშვს შესაძლოა ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ზუსტად გაირკვეს, რა იწვევს მეტყველების შეფერხებას.
სოციალური გარემო
თანამედროვე რეალობაში მშობლები ხშირად ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან უშუალო ურთიერთობაში. ორი წლის ბავშვი შეიძლება თავისუფლად იყენებდეს სმარტფონს, მაგრამ ცოცხალ საუბარში უჭირდეს ჩართვა. ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეტყველების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული რეალურ კომუნიკაციაზე. როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანებთან, მას უბრალოდ არ აქვს მოტივაცია ილაპარაკოს, რაც განვითარების შეფერხებას იწვევს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


