პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული, მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა“ - დეტალები...

„5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული, მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა“ – დეტალები ბაკურიანში მომხდარ შემთხვევაზე

ბა­კუ­რი­ან­ში, ზვავ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი მოყ­ვა, მათ­გან 4-მა თა­ვის დაღ­წე­ვა შეძ­ლო, 40-წლამ­დე მა­მა­კაცს კი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

რო­გორც “კუ­რი­ერს” სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი ბუ­რა­ნე­ბით, სას­რი­ა­ლოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, რა დრო­საც თოვ­ლის მასა მო­წყდა და ქვეშ მო­ი­ყო­ლა.

“ცი­ხის­ჯვა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთა­ზე 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი იყო ბუ­რა­ნე­ბით, სას­რი­ა­ლოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. ერთ-ერთ მთა­ზე მო­წყდა თოვ­ლი და ქვეშ მო­ი­ყო­ლა 1 ადა­მი­ა­ნი. 4 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, გა­მო­ვიდ­ნენ. ამ დრო­ის­თვის, თოვლში მო­ყო­ლი­ლია 1 ადა­მი­ა­ნი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სას­წრა­ფოდ გა­მოგ­ზავ­ნა ვერ­ტმფრე­ნი მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად. ად­გი­ლი მი­უ­ვა­ლია ფე­ხით. ვერ­ტმფრენ­მა მაშ­ვე­ლე­ბი და­ტო­ვა და, ამ დრო­ის­თვის, მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა,”- აცხა­დებს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი.

თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი პი­რის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში ვერ­ტმფრე­ნია ჩარ­თუ­ლი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, სა­დაც მთის ფერ­დო­ბი­დან ჩა­მო­ი­შა­ლა თოვ­ლის მასა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვავ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ მო­ყო­ლი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი.

ასე­ვე, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვის მიზ­ნით, და­მა­ტე­ბით სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­თან ერ­თად, თბი­ლი­სი­დან უკვე გაფ­რინ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „კოვიდაფეთქება 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა“ – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი