სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება26 მარტს გულშემატკივარი საქართველო-საბერძეთის თამაშის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს

26 მარტს გულშემატკივარი საქართველო-საბერძეთის თამაშის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

„პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

ახლა კი, ერთი ნაბიჯი რჩება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე ფინალი გაიმართება. ჩვენი ბიჭები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 23 მარტიდან იწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, ხოლო მათთვის, ვინც ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებს, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყობს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონას და დიდ ეკრანს.

„ხვალ იწყება ბილეთების გაყიდვა. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება და აქვს სურვილი სტადიონზე მოხვედრის. თუმცა, ყველას ვერ დაიტევს „დინამო არენა“ და გულდაწყვეტილი ადამიანებიც იქნებიან. შესაბამისად, ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, 19:00 საათიდან ყველას შეგიძლიათ, მოხვიდეთ. გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი