22 დეკემბერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანებისათვის.
22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს მოხუც იოაკიმეს და ანას ეუწყათ რომ შეეძინებოდათ შვილი, რომელიც იქნებოდა დასაბამი კაცობრიობის სიხარულისა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხარება, ხარება კაცობრიობისათვის, რომ ქვეყნიერებას მოევლინებოდა უფლის დედა.
დღეს დასრულდება დაცინვა ღვთისმშობლის მშობლებისა,
იმის გამო რომ შვილი არ ჰყავდათ, მუდამ აძაგებდნენ, შეურაწყოფდნენ და დასცინოდნენ.
ებრაელთა დღესასწაულზე იოაკიმე ტაძარში მივიდა, უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად. მღვდემსახურმა არ მიიღო შესაწირი, არ შეიძლება უშვილო ადამიანის მსხვერპლი სათნო იყოს უფლისთვისო და ტაძრიდან გამოაგდო.
მწარედ ატირდა იოაკიმე. წავიდა უდაბნოში, 40 დღე მკაცრად მარხულობდა და უფალს ეხვეწებოდა შვილი მიეცა მისთვის:
,,ნეტავ მომეცეს მე მადლი, შენგან უფალო, რომ ვიწოდებოდე მამად, არაფერს შევჭამ და არც ჩემს სახლში დავრბუნდები. დაე, ჩემი ცრემლები იყოს საზრდო ჩემთვის, ხოლო ეს უდაბური ადგილი – ჩემი სახლი”.
მწარედ მოსთქვამდა ანაც:
,,აწ მე უკვე ყველაზე უბედური ვარ ამ ქვეყნად, ღმერთისგან უარყოფილი, ჩემი ცოდვებისათვის და ქმრისაგან მიტოვებული, რაღა დავიტირო? ჩემი ქვრივობა თუ ჩემი უნაყოფობა, ჩემი ობლობა თუ ის, რომ ღირსი არ გავხდი დედად ვწოდებულიყავი”
მათი მწუხარება ზღვასავით ღრმა იყო. ერთხელაც მწუხარე ანა თავის ბაღში, დაფნის ხის ქვეშ დაჯდა, გულის სიღრმემდე ამოიკვნესა, ცრემლები წამოუვიდა და თვალები ზეცად აღაპყრო: მაღლა ხეზე მან ფრინველის ბუდე დაინახა, რომელშიც ბარტყები ისხდნენ, ამ სახილველმა კიდევ უფრო დაამწუხრა იგი:
,,ვაგლახ მე, ბერწსა ამას! ალბათ ყველაზე ცოდვილი ვარ ისრაელთა შორის, რომ ასეთი დამცირებული ვიქენი. არც ფრინველის მსგავსი ვარ, არც პირუტყვების, რამეთუ ისინიც მოგიძღვანებენ უფალო, თავის ნაყოფთ, მე კი რა შეგწირო? რით გამოვისყიდო ცოდვანი ჩემნი?
და როცა ამ სიტყვებს და ცრემლებს ღვრიდა ზეციური ანგელოზი მოევლინა მას და უთხრა:
,,ანა! შენი ვედრება შესმენილ იქნა, შენი ცრემლები ღმერთის წინაშე ავიდნენ და აჰა, შენ შობ ყოვალდკურთხეულ ასულს, რომლისგანაც ქვეყნიერებას მოევლიმება ხსნა, მთელი ქვეყანა შენი ასულისგან მიიღებს კურთხევას, მისი სახელი მარიამი იქნება”
ეს სიტყვები, რომ მოისმინა თაყვანის სცა ღმერთს და წარმოთქვა: ,, ცოცხალია უფალი ღმერთი! როცა შვილი შემეძინება უფალს მივუყვან მას, დაე უფალს ემსახურის იგი”
ამის შემდეგ სიხარულით გარბის ტაძარში, რათა ძღვენი მიართვას უფალს, ტაძარში მისლისას იქ დახვდა იოაკიმე, რომელსაც ასევე გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა ყოველივე.
სიხარულით აღივსნენ მოხუცი იოაკიმე და ანა, მთელი სულით და გულით ჰმადლობდნენ უფალს.
საოცარი მათი რწმენა, ეძლევათ ნანატრი შვილი და იმასაც მთელი გულით უფალს უძღვნიან მათი ცხოვრება, მათი რწმენა, სასოება სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის, არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმედი და გჯეროდეს რომ უფალს ყველაფერი შეუძლია, მთავარია ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის.

წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის შობის მეორე დღეს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მორწმუნენი მეოხებას ითხოვენ.
„წმინდანნო მართალნო მშობელნო ღვთისანო, იოაკიმ და ანა ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის”
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.