შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმა...

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმა დაეკისრებათ

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება.

შიოლაშვილის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე. კერძოდ, საუბარია ინსპქეტრიბის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება.

„2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც ვიდეო მეთვალყურეობის კამერების მეშვეობით, ასევე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობაზე მონიტორინგი. განსაზღვრული იქნება გარკვეული საჯარიმო სანქციები. იმ შემთხვევაში, თუ ტექინსპექტირების ცენტრი არ დაახარვეზებს ავტომობილს იმ კონკრეტულ ხარვეზზე, როგორიც არის სახიფათო ხარვეზი, ამ შემთხვევაში მათთვის იქნება 5000-ლარიანი ჯარიმა. თუ არ დაახარვეზებს მნიშვნელოვან ხარვეზს – 2000-ლარიანი, უმნიშვნელოზე კი 500-ლარიანი.

ხუთი წელია, რაც დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა. აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, გადაიხედოს ეს საფასურები. ტექინსპექტირების ცენტრებიდან გადინების პროცენტი არის ძალიან მაღალი. პერსონალის გადინება შარშან იყო დაახლოებით 57- 59%, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი – და საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე – ძალიან გაუჭირდებათ ტექინსპექტირების ცენტრებს. კონსულტაციები მიმდინარეობს, ზუსტად ვერ გეტყვით, როდიდან იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან აღნიშნული საკითხი გადაიხედება და მივაღწევთ შეთანხმებას ამის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
  თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია - რას ამბობენ ახლობლები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

მარტი 29, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი