პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტი200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის - ნახეთ დეტალები

200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის – ნახეთ დეტალები

საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის აგვისტოში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 221 602 პირს უფიქისრდებოდა, 2023 წლის იანვარში – 224 016 პირს; 2022 წლის დეკემბერში კი – 218 410 მსესხებელს.

საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.1% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 249 353 715 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 583 704 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 101 758-ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 751 073 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 323 100 481 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 118 777 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 20 379 ადამიანს კი, ჯამში 531 870 286 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 537 ადამიანს უფიქსირდება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
  რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

მარტი 28, 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
თმის გაღიავების ხალხური მეთოდები

თმის გაღიავების ხალხური მეთოდები

მარტი 28, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი