პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ფუტკრის მსოფლიო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეების გადამზადება-სწავლებაში. 2023 წელს ცენტრის მიერ 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელხორთუმიანი რუხი ფუტკარი საქართველოში ბინადრობს და უნიკალური თვისებებით გამოიყენება.
ქართული ფუტკარი დიდი შრომისმოყვარეობით, ნექტრის ძიებისა და ღალიანობის ეფექტიანად გამოყენებით, ცვილის მაღალი მწარმოებლობით, ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვით, ბუდის აქტიურად დაცვით მსოფლიოში ფუტკრის უნიკალურ ჯიშად ითვლება.

  „ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“ - მეტეოროლოგი მიმართვას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი