ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი20 იდეალური წყვილი: ჯანსაღი კვება და პროდუქტის სწორად კომბინირება

20 იდეალური წყვილი: ჯანსაღი კვება და პროდუქტის სწორად კომბინირება

თანამედროვე ცხოვრების წესის გათვალისწინებით, როცა უხარისხო საკვებით სწრაფად წახემსება უფრო მარტივია, ვიდრე ჯანსაღი პროდუქტით სასარგებლო კერძის მომზადება, მედიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანსა და სტრესზე, რომელსაც ორგანიზმი განიცდის კვების ამგვარი რეჟიმით.

სწორი კვება, საერთო რეკომენდაციები

მნიშვნელობა არ აქვს რას მიირთმევთ, რადგან მთავარი – პროპორციების სწორად დაცვაა. პირობითად გაყავით კუჭი ოთხ ნაწილად, ორი ნაწილი საკვებით შეავსეთ, ერთი – წყლით, ერთი კი, ცარიელი დატოვეთ. სწორედ ამგვარი პროპორციის დაცვაა საჭირო, რათა ორგანიზმმა ენერგია შეინარჩუნოს და შეძლოს საკვების სრულად გადამუშავება. ზედმეტი საკვები საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯერ გადახურებას და გადაწვას, მერე სითბოს დეფიციტს იწვევს, რაც საბოლოოდ ზედმეტი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება. თუმცა, არც შიმშილი და ულუფის მინიმუმამდე შემცირებაა რეკომენდირებული, რადგან ასე მხოლოდ ორგანიზმს დაასუსტებთ და ძილს „დაიფრთხობთ“.

სანამ ტრაპეზს შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ ჯერ სწრაფად და მარტივად გადასამუშავებელი პროდუქტი უნდა მიიღოთ და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ მძიმე საკვები. ხილის მიღება იდეალურია ნოყიერი კერძის მირთმევამდე ნახევარი საათით ადრე, რადგან სხვა შემთხვევაში კუჭში ლპობის პროცესი დაიწყება, რომელიც მუცლის შებერვას და მეტეორიზმს გამოიწვევს.

გამოთქმა, „ისაუზმე მეფურად, ისადილე ბერივით, ივახშმე ღატაკივით“ , ამ შემთხვევაშიც გამართლებულია, რადგან დილას კალორიული, აუცილებლად თბილი საკვების, შუადღისას – ზომიერად ნოყიერი სადილის, საღამოს კი, მსუბუქი საკვების მიღებას გულისხმობს. ეცადეთ ვახშმის შემდეგ მეტი იმოძრაოთ, არ ღირს სავსე კუჭით წამოგორება, მით უფრო ზურგზე დაწოლა, იმ შემთხვევაში კი, თუ ძილმა წაგძლიათ, დაწექით მარჯვენა მხარეს, რათა დაეხმაროთ ორგანიზმს მიღებული საკვების გადამუშავებაში.

დაიცავით 4-საათიანი ინტერვალი საკვების მიღებებს შორის, რადგან ჭარბი პროდუქტის დაგროვებით ორგანიზმში შლაკები წარმოიქმნება და ენერგია იკარგება. მეტიც, ზედმეტი საკვები კუჭს „აბნევს“, რადგან ახლად მიღებული პროდუქტის გადამუშავებას იწყებს და  ძველი ავიწყდება. მოშიების შემთხვევაში კი, წახემსების ნაცვლად წყალი ან ზომიერად ტკბილი ჩაი მიირთვით.

სწორად კომბინირებული პროდუქტის სარგებელი

მედიკოსები არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტის მირთმევას, არამედ მათ სწორად კომბინირებას გვირჩევენ, რადგან „ჰარმონიულად დაწყვილებულ“ პროდუქტს უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე მირთმეულს.

ღვიძლი და კომბოსტო ანემიის პროფილაქტიკისთვის

რკინის დეფიციტით დასუსტებული ორგანიზმი ადვილად ცივდება და სნეულდება ვირუსული დაავადებებით. ქალბატონები რკინის ნაკლებობას მეტწილად კრიტიკულ დღეებში უჩივიან, რაც უფერულობით, კანისა და თმის სიმშრალით ვლინდება. ღვიძლისა და კომბოსტოს კომბინაცია – რკინადეფიციტური ანემიის საუკეთესო პროფილაქტიკაა, რადგან 300 გრამი ღვიძლი С-ვიტამინით მდიდარ კომბოსტოსთან ერთად, ორგანიზმს რკინის დღიური ნორმით – 15 გრამით ავსებს. ამასთანავე, ღვიძლისა და კომბოსტოს რეგულარულად მირთმევა ორგანიზმს ძალასა და ენერგიას მატებს, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ფერს, აჯანსაღებს თმას და ფრჩხილებს.

ღვიძლი და პომიდორი ტოქსინების წინააღმდეგ

სასარგებლო ალიანსს ქმნიან ღვიძლი და პომიდორიც, რადგან რკინით მდიდარი ღვიძლი ერთის მხრივ, უჯრედებს ამარაგებს სასიცოცხლო ჟანგბადით, მეორეს მხრივ, იცავს მათ ლეიკოციტების მიერ გამოყოფილი წყალბადის ზეჟანგის ტოქსიკური ზემოქმედებისგან, პომიდორი თავისი С-ვიტამინით კი, ეხმარება ორგანიზმს რკინის გადამუშავებაში.

ქათმის ხორცი და სტაფილო ძლიერი იმუნიტეტისთვის

А ვიტამინის წყალობით სტაფილო ეფექტურად ებრძვის ინფექციას და ვირუსებს, თუმცა ცინკის გარეშე ორგანიზმს ძალიან უჭირს მისი გადამუშავება და სარგებელსაც ნაკლებად იღებს. სწორედ ამიტომ სჭირდება ცინკით მდიდარი ქათმის ხორცი, რომელიც განსაკუთრებით გემრიელია გრილზე შემწვარი სტაფილოს სალათთან ერთად.

ქათმის ხორცი და ბროკოლი ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის

ბროკოლი მეტად სასარგებლო ნივთიერებას – სულფორაფანს შეიცავს, რომელიც ავთვისებიან უჯრედებს ანადგურებს და ხელს უწყობს სიმსივნის პროფილაქტიკას, ქათმის ხორცი კი, ორგანიზმისთვის მეტად საჭირო მინერალის – სელენის წყალობით ბლოკავს სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. ასე რომ, ორთქლზე მომზადებული ქათმის ხორცი და ბროკოლი ეფექტურად დაიცავენ ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისგან.

ზოგადად, შემწვარი ხორცის მიირთვა სწორედ ბროკოლთან ერთადაა რეკომენდირებული, რადგან ამგვარი კერძების ინტენსიურად მიღება კუჭისა და ნაწლავების ავთვისებიან დაავადებებს იწვევს, ბროკოლი კი, ერთი მხრივ, ტოქსინებისა და კანცეროგენებისგან წმენდს ორგანიზმს, რომლებიც მავნე უჯრედების გავრცელებას იწვევენ, მეორე მხრივ კი, წყლულის წარმომქმნელი მიკროორგანიზმების განვითარებას ებრძვის.

ბროკოლი და კვერცხი პრემენსტრუალური სინდრომის დასაძლევად

კალციუმით და D-ვიტამინით მდიდარი კვერცხი სწორედ ბროკოლთან ალიანსში ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის არასასიამოვნო სიმპტომებს მთელი 40%-ით. ამასთანავე, ომლეტი ბროკოლით ძალიან სწრაფად მზადდება და საოცრად გემრიელია.

ხორცი და როზმარინი კანცეროგენების წინააღმდეგ

ხორციან კერძებს გამოცდილი შეფ-მზარეულები ყოველთვის როზმარინთან ერთად ამზადებენ, რომელიც ერთის მხრივ, განუმეორებელ არომატს სძენს ნებისმიერ პროდუქტს, მეორეს მხრივ, ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და იმ კანცეროგენებს ანეიტრალებს, რომელიც ხორცის მომზადებისას გამოიყოფა.

ღორის ხორცი და ბრიუსელის კომბოსტო სიმსივნის წინააღმდეგ

შემწვარი ღორის ხორცი სელენის სასარგებლო მინერალს შეიცავს, რომელიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას ებრძვის, კომბოსტო კი, ბუნებრივი სულფორაფანითაა მდიდარი და 13-ჯერ აძლიერებს სელენის ეფექტურობას. ამასთანავე, კომბოსტო ერთ-ორად ამსუბუქებს ისეთი მძიმე პროდუქტის გადამუშავებას, როგორიც ღორის ხორცია.

ისპანახი და ავოკადო კარგი მხედველობისთვის

ისპანახი თვალებისთვის საჭირო ლუთეინსა და А-ვიტამინს შეიცავს, ავოკადო კი, სასარგებლო ცხიმებითაა მდიდარი, რომლებიც А-ვიტამინის ათვისებასა და გადამუშავებას უწყობენ ხელს. ძალიან მარტივია ისპანახის და ავოკადოს სალათის მომზადება ციტრუსის საკმაზით, რომლის რეგულარული მიღება მხედველობასაც გააუმჯობესებს და თვალის წნევასაც დაარეგულირებს.

ისპანახი და ფორთოხალი ენერგიის აღსადგენად

დაღლილობას და მოთენთილობას რკინის შემცველი ისპანახის ებრძვის С-ვიტამინით მდიდარ ფორთოხალთან ერთად. ამასთანავე, პროდუქტების ამგვარი კომბინაცია გულს აჯანსაღებს, ღრძილებს ამაგრებს და აუმჯობესებს კანის ფერს.

იოგურტი და სელის თესლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად

არასწორი კვება და მუდმივი სტრესი კუჭ-ნაწლავში სასარგებლო და მანვე ბაქტერიების ბალანსს არღვევს, რაც მუცლის შებერილობას და დამძიმებას იწვევს, ახალი და ხარისხიანი იოგურტი დანამატების გარეშე კი, კუჭ-ნაწლავს პრობიოტიკების სასარგებლო ბაქტერიებით ამარაგებს და არეგულირებს ბალანსს. თუმცა, პრობიოტიკების ამოქმედებისთვის კიდევ ერთი სასარგებლო ბაქტერია – პრებიოტიკებია საჭირო, რომელთაც სელის თესლი შეიცავს. იოგურტის სისტემატური მიღება ერთ ჩაის კოვზ სელის დაცეხვილ თესლთან ერთად სრულად გააჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას.

იოგურტი და ბოსტნეული კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად

იდეალურ დუეტს ქმნის იოგურტი ბოსტნეულთან, რადგან კალციუმით მდიდარი იოგურტი კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას არეგულირებს და მიკროფლორას აწესრიგებს, უჯრედისით ანუ ბოჭკოთი მდიდარი ბოსტნეული კი, ორგანიზმს კალციუმის გადამუშავებაში ეხმარება.

კვერცხი და ზეთი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ხარისხიან ზეთზე მომზადებული ერბოკვერცხი Е-ვიტამინით ავსებს ორგანიზმს, დიდი ხნით უნარჩუნებს ტონუსს და აუმჯობესებს სახის კანს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კვერცხი მხოლოდ 2 წუთი უნდა იწვებოდეს, რადგან Е-ვიტამინი მეტად კაპრიზულია და მაღალ ტემპერატურაზე სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს.

პომიდორი და ზეითუნის ზეთი კანის გაჯანსაღებისთვის

უძლიერესი ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელიც პომიდორს „აწითლებს“, არა მხოლოდ  გულს ამაგრებს და სისხლძარღვებს ასუფთავებს, არამედ ნებისმიერ საცხზე უკეთ იცავს კანს მზის სხივებისა და გარემოს ნეგატიური ზეგავლენისგან, ბუნებრივ სირბილეს კი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზეითუნის ზეთი უნარჩუნებს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ასაკობრივი ნაოჭების გაჩენასაც აფერხებს. პომიდვრის სასარგებლო ეფექტის გასაძლიერებლად, რეკომედირებულია მისი ზეითუნის ზეთში მოთუშვა, რადგან გახურებისას ერთ-ორად იზრდება ლიკოპინების სარგებელი.

შვრიის ფაფა და ვაშლი ქოლესტერინის წინააღმდეგ

ბეტა-გლუკანი და ავენანთრამიდები, რომელთაც შვრიის ფაფა შეიცავს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს და იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან, მის სასარგებლო ეფექტს კი, ვაშლი აძლიერებს კანთან ერთად. ამასთანავე, შვრიის ფაფა ვაშლით საუზმეზე უებარი წამალია გულის გასაჯანსაღებლად.

 

ტკბილი (ბულგარული) წიწაკა და მუხუდო მხნეობისა და ენერგიისთვის

 

რკინის შემცველი მუხუდო ორგანიზმს მხნეობასა და ენერგიას მატებს, წიწაკა კი, დეფიციტური ნივთიერების სწრაფად გადამუშავებაში ეხმარება კუჭს. იდეალური ვარიანტია ჰუმუსის მომზადება მოთუშული წითელი წიწაკითა და მუხუდოთი, თუმცა არ ღირს კერძის ჭარბად მირთმევა.

 

ორაგული და წიწმატი ონკოდაავადებების პრევენციისთვის

 

უნიკალური შემადგენლობის წყალობით წიწმატი ავთვისებიან უჯრედებს ბლოკავს და არ აძლევს მათ გავრცელების საშუალებას, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ორაგული კი, უჯრედების გარსს ამაგრებს და სწორედ ამიტომ ითვლება ლიმონითა და ზეთით შეკმაზული ორაგულისა და წიწმატის კომბინაცია ონკოდაავადებების საუკეთესო პრევენციად.

 

პასტა და ბალზამირებული ძმარი შაქრის ნორმალიზებისთვის

 

ბალზამირებული ძმარი იმ გლუკოზას ანეიტრალებს, რომელსაც ჭარბად შეიცავს სახამებლიანი პროდუქტი. ამასთანავე, ძმრის მჟავა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დიდი ხნით კლავს შიმშილის გრძნობას.

 

ვაშლი და შოკოლადი ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად

 

სამწუხაროდ, ვაშლისა და შოკოლადის დუეტი ნაკლებად სარგებლობს პოპულარობით, არადა ორივე პროდუქტი ანტიოქსიდანტების უშრეტი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმს იცავს გარემოს ნეგატიური ზეგავლენისგან, არამედ კანსაც დიდი ხნით უნარჩუნებს სიმკვრივეს, აძლიერებს გულს, აწესრიგებს ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობას.

 

მწვანე ჩაი და ლიმონი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის

 

მწვანე ჩაი უხვად შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნას. მართალია, ინდივიდუალური თავისებურებების გამო კუჭში მწვანე ჩაის სასარგებლო ნივთიერებების მხოლოდ 20% რჩება, მაგრამ კატეხინებით მდიდარ ლიმონთან ერთად მირთმევის შემთხვევაში, ორგანიზმი დანაკლისის გარეშე იგემებს ჩაის ყველა სიკეთეს.

 

ლიმონი და ოხრახუში მძიმე საკვების შემსუბუქებისთვის

 

მართალია, ლიმონ-ოხრახუშის წყვილის სარგებლის შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ სწორედ ამგვარი კომბინაცია ითვლება გლუტეინითა და სახამებლით დამძიმებული კერძების საუკეთესო საკმაზად, მით უფრო, რომ С-ვიტამინით მდიდარი ლიმონი ბრწყინვალედ ეხმარება ორგანიზმს ოხრახუშის რკინის ათვისებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

ოქტომბერი 30, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი