ვერძი
ნუ აჰყვებით თავგადასავლების ცდუნებას. შეეცადეთ, განაახლოთ გრძნობები და მეტი სასიხარულო ემოციები შეიტანოთ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში. იმოქმედეთ სტრატეგიულად.
კურო
იოლად შეძლებთ ბარიერების გადალახვას, მხოლოდ, შეეცადეთ, საღად მიადევნოთ თვალი და გონება მიმდინარე მოვლენებს და სწორად გათვალეთ პერსპექტივები.
ტყუპები
დღეს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ კოლეგებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად. შესაძლოა, თქვენს საქმიანობაში ჩართოთ ახალი ექსპერიმენტები, რაც მეტად გაგახალისებთ.
კირჩხიბი
დღეს, მეტი ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენა დაგჭირდეთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო, საკუთარი თავისთვის.
ლომი
გააანალიზეთ და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, რომელიც მეტად პერსპექტიულია, შემდეგ კი დაიწყეთ მუშაობა.
ქალწული
მეგობრებთან ურთიერთობა პოზიტიური ენერგიითა და განწყობით აგავსებთ. განშორების, ან დანაკარგის შემთხვევაში ნუ დაღონდებით, ეს სიტუაციები ახალ დიდებულ შესაძლებლობებს მოგიტანთ.
სასწორი
ირგვლივმყოფ ადამიანებს მეტი ნდობითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ. ეს ეხება როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროს.
მორიელი
მოსალოდნელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში, ის პროექტები კი, რომლებზეც ახლა მუშაობთ აუცილებლად მოიტანს შემოსავლებსა და აღიარებას. მთავარია, ცოტა მოითმინოთ.
მშვილდოსანი
შეგიძლიათ, იფიქროთ დასვენებაზე, პერსპექტივაში ახალი საინტერესო თემები ჩნდება, რომელსაც დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება.
თხის რქა
ჩნდება ახალი სიტუაციები, შესაძლებლობებს თუ სწორად გამოიყენებთ, წინსვლა და გამარჯვება გარანტირებულია.
მერწყული
გადაახალისეთ თქვენი მატერიალური ტიპის გეგმები, დათანხმდით შემოთავაზებებს, რომელიც ფიქრობთ, რომ მოგებიანი იქნება, თუმცა, ნუ დააზარალებთ თქვენს ღირებულებებს.
თევზები
გონივრულად შეარჩიეთ ურთიერთობების წრე, დააკვირდით ირგვლივ მოვლენებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათში სიახლეების შეტანას. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აიღეთ შვებულება და დაისვენეთ.
მასალის გამოყენების პირობები