ორშაბათი, იანვარი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს...

„2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს დანებდეთ!“ – დედის ემოციური ინტერვიუ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ

„როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი, თქვენი გვერდში დგომით კი მივიღეთ შედეგი, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“, – ამბობს 5 წლის ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი და შვილის გამოჯანმრთელების შესახებ სასიხარულო და ემოციურ ისტორიას გვიზიარებს.

როგორც რადიო „ფორტუნას“ ანა საღირაშვილმა უთხრა, შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. ბავშვის დედას უთხრეს, რომ საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიცოცხლეს ვერ გადაარჩენდნენ.

ანას თქმით, შვილის მძიმე დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა ბევრი ბრძოლის, გათენებული ღამეების და ახლობლების თანადგომით, პატარა ნინიკო სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს, გუშინ კი მედიკოსებისგან სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და რომ მან ლეიკემია დაამარცხა:

„მზად ვარ, ყველას მოვუყვე ამ გამარჯვებაზე, რათა სხვისთვის იყოს სტიმული, რომ არასოდეს დანებდეს“ – ამბობს ანა საღირაშვილი „ფორტუნასთან“.

ანა საღირაშვილმა სასიხარულო ინფორმაცია, სოციალურ ქსელ „ფეისბუკშიც“ გააზიარა:

„მადლობა უფალს! დღევანდელი დღისთვის და ჩემი განსაცდელის მშვიდობიანად დასრულებისთვის! ზუსტად 2 წელია ველოდები ამ ბედნიერ დღეს, როდესაც მე თქვენ გაგიზიარებდით ჩემს სიხარულს და მოგიყვებოდით ,,სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას!

როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა, ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი,თქვენი გვერდში დგომით კი ეს შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“ ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

12 January, 2025
მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

იანვარი 13, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი